|
2021-07-06 17:01:46, 662 ნახვა
საზოგადოება
„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებითა და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. „ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, “საქართველოს ფოსტისგან” საჩუქრად, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება, ფოსტის მიერ აღნიშნული დღისათვის დამზადებული თემატური საფოსტო ბარათები გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“, გასული წლების მსგავსად, აქტიურად არის ჩართული ქართულ-ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წელსაც, ტრადიციისამებრ, შეუერთდა აღიშნულ, აშშ-სთვის მეტად მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ჰამასთან მიაღწია შეთანხმებას ღაზაში სრული განიარაღების შესახებ
უკრაინამ Wildberry-ის კიდევ ორ საწყობსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)