01:27 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 18:02:59, 989 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ანა ნაცვლიშვილს - პარლამენტის წევრი პირდაპირი და ღია ტექსტით ემუქრება დამოუკიდებელ ინსტიტუტს და კონკრეტულ მოსამართლეებს სახლში გაყრით

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე უკიდურესად სახიფათოს და შემაშფოთებელს უწოდებს „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ,,ქირურგიული ჩარევის და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალირი რეფორმა არ იქნება დაკმაყოფილებული”.

,,ეს არის უკიდურესად სახიფათო და შემაშფოთებელი განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის რეაგირება", - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პარლამენტის წევრი პირდაპირი და ღია ტექსტით ემუქრება დამოუკიდებელ ინსტიტუტს და კონკრეტულ მოსამართლეებს სახლში გაყრით ექსპერტის აზრით, ეს განცხადება კიდევ უფრო ნათელს ხდის, ოპოზიციის რეალურ მიზანს - ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაამყარონ დიქტატურა.

„ეს არის უკიდურესად სახიფათო და შემაშფოთებელი განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის რეაგირება. პარლამენტის წევრი პირდაპირ და ღია ტექსტით იმუქრება. იმუქრება დამოუკიდებელი ინსტიტუციის წინააღმდეგ და ემუქრება კონკრეტულ მოსამართლეებს სახლში გაყრით. კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეს განცხადება, რომ ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში უპირობოდ ეცდებიან დაამყარონ დიქტატურა", - წერს ბოჟაძე facebook გვერდზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics