03:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 16:25:07, 981 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა - აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს

ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება. მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში იქნება.

„ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს. ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში სანამ ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს ქვეყანას სასამართლოში რამე შეიცვლება. სასამართლო იქნება თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში, სადაც მთავრობა იქნება შეზღუდული და მოსამართლეს ექნება თავისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics