|
2021-07-02 15:00:13, 946 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ლაკრუას და ჯიორჯიო ლოდოს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრები საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში ეწვივნენ. მათივე ცნობით, მისიის მიზანია დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების შეფასება. „შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში უწყების მიერ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასეს. დელეგაციის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებულ ეფექტიან ზომებს“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)