|
2021-07-01 16:33:56, 898 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი უბრალოდ იტყუება
„ალბათ, არ დააკვირდა მთლიანად ამ პროცესში, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ უპირველეს ყოვლისა გამოიჩინა დიდი სიმხნევე, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლის და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ გიორგი გახარიამ თამარ ჟვანიას გადადგომის წინაპირობები რა იყო, არ იცის. „ალბათ, არ დააკვირდა მთლიანად ამ პროცესში, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ უპირველეს ყოვლისა გამოიჩინა დიდი სიმხნევე, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლის და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი. დადასტურდა, რომ ამ არჩევნებს არანაირი სისტემური ხარვეზი არ ჰქონია და რაიმე მანიპულაცია არ ყოფილა. მან ასევე საგამოძიებო კომისიასაც მისცა ახსნა-განმარტებები და საბოლოო ჯამში ჩვენ ვრწმუნდებით, რომ მთლიანი კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავად იყო ყალბი. ვფიქრობ, თამარ ჟვანიამ ამ კუთხით თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა იმ კუთხით, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ახლა უმჯობესი იქნებოდა პროფესიული განვითარების სხვა ეტაპზე გადასულიყო. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოცდილი პროფესიონალი შეძლებს იგივე საარჩევნო სფეროში საინტერესო კარიერის წარმართვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)