|
2021-07-01 16:09:11, 509 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეროვნული სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამის აკრედიტაციის სტატუსს ფლობს და დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა. ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების შესწავლა, დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია. უახლოეს 10 წელიწადში, ლაბორატორიაში ამჟამად არსებული კვლევების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება. მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში, ლაბორატორიის ქსელში, უკვე არსებულ ლაბორატორიებთან ერთად (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, დუშეთი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, მარნეული, ბათუმი, ამბროლაური, ზუგდიდი), დამატებით, ორი ახალი ლაბორატორია (საჩხერე, მესტია) დაიწყებს აქტიურ მუშაობას. საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე ლაბორატორია იმუშავებს. ლაბორატორიაში უწყვეტი აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება არსებული კვლევის მეთოდების რეაკრედიტაცია. გარდა ამისა, ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებს.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)