|
2021-07-01 16:08:01, 404 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს და შეუქცევად პროცესად ჩამოყალიბდება
სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყვეტი განათლების ხელშეწყობაა. აქტიურად მიმდინარეობს და შეუქცევად პროცესად ჩამოყალიბდება პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება; დაწყებულია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი აკრედიტაცია, დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ისეთი დეფიციტური სპეციალისტების მომზადებას, როგორებიცაა მეტყევე-ტაქსატორი, გარემოსდაცვითი მმართველი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მცოდნე. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები სისტემურ ხასიათს მიიღებს. დამუშავებული სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ასევე ითვალისწინებს წარმატების ისტორიების გაცნობა-გაზიარება. ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდას. განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის, შვეიცარიის, ავსტრიის მთავრობები.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)