|
2021-06-29 18:55:52, 514 ნახვა
საზოგადოება
კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოშობის სერტიფიკატი რეგიონიდან გაუსვლელად აიღონ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონიდან გაუსვლელად - ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით. როგორც „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ასევე, მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ ადგილზე აიღონ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები. „ამასთან, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერტიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ, ხილის ექსპორტზე სულ გაფორმებულია 918 საბაჟო დეკლარაცია, მათ შორის ქალაქ გურჯაანში - 75. ამავე პერიოდში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია - 346 წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 92 გაცემულია გურჯაანში დროებით განთავსებულ საბაჟო გაფორმების ორგანოში. აქვე გაცნობებთ, რომ ქართული წარმოშობის საქონელი ევროკავშირში, თურქეთის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, EFTA-ს სახელმწიფოებსა (ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია) და გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით (პრეფერენციით) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)