15:22 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 17:21:26, 822 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა გრძელდება.

გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მე-13 კორპუსის მიმდებარედ, 500 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განახორციელა. მათ შორის, გაკეთდა ფერადი ბილიკები, განთავსდა საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში პატარებისთვის გასართობი ზონა მოეწყო.

გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა.

მოსასვენებელი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან შეთანხმებული პროექტით მოეწყო. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 578 ლარი გამოიყო.

დასრულებულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტის დეპუტატ, ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics