02:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 12:24:14, 1232 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში არშესვლა, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა

„პარლამენტში არშესვლა და მანდატის არ განხორციელება, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსირო პარლამენტის შიგნით და არა პარლამენტს კედლებს გარეთ.

„ეს არის დემოკრატიული თანამშრომლობის, დემოკრატიული თანაცხოვრების და პროტესტის გზაც და ამ გზას ვინც უხვევს, ის მიდის მარგინალიზაციის და დემოკრატიის კალაპოტს მიღმა. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ ტერმინი ბოიკოტი ეს არის დემოკრატიული ინსტრუმენტი, როდესაც პარტია თუ ცალკეული დეპუტატი თვისი პოლიტიკური შეხედულებით ბოიკოტს უცხადებს სხდომებს, ან ის არ ამბობს, რომ მე არ ვარ დეპუტატი ის ამბობს, რომ მე ამ პარლამენტში არ ვმუშაობ რაღაც პერიოდი. საბოტაჟი ნიშნავს, არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, არ ვაღიარებ ამ ინსტიტუტს. არ ვაღიარებ რომ არჩევნები შედგა, რომ ხალხი არსებობს და ქვეყანა არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics