|
2021-06-22 15:07:08, 1016 ნახვა
რეგიონი
აჭარის განახლებული ბიუჯეტი ფარგლებში 14 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განახლებული ბიუჯეტი განიხილა. უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი ითვალისწინებს სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების გაგრძელებას და გაფართოებას ყველა მიმართულებით, ყველა მუნიციპალიტეტში. განათლება კვლავ რჩება პრიორიტეტად. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 9 826 500 ლარით გაიზრდება და 63 901 000 ლარს შეადგენს. გაგრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლების დაფინანსება და ახალგაზრდების ხელშეწყობა. ,,ახალი სკოლების ნაკლებობა წლების განმავლობაში იყო პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის. აშენდება სამი საჯარო სკოლა ბათუმში, დაგეგმილია ძალიან დიდი პროექტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში მოგვეცემა საშუალება არსებულ გამოწვევას ვუპასუხოთ“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება სახელოვნებო-სასპორტო დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. დაიწყება უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება, გაიზრდება სტუდენტთა დახმარების პროგრამები. აშენდება ახალი საჯარო სკოლები, სამი საჯარო სკოლა ბათუმში, სკოლები ქვემო ვაშლოვანისა და კალოთაში. ჯამში, 2021 წელს განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა. 40 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. გაგრძელდება სკოლების თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვის პროგრამა. გაიზრდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება 386 400 ლარით, გაორმაგდა თავისუფალი პროექტებისა და კულტურული აქტივობების დაფინანსება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განახლებული ბიუჯეტი 2 835 000 ლარი იქნება.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)