18:40 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 15:03:56, 584 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საწარმოებში სანებართვო პირობების მონიტორინგის ახორციელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის  რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

მათივე ცნობით, საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.

საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით,  გადაეგზავნა სასამართლოს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics