|
2021-06-22 13:39:02, 1219 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მდგრადი განვითარების რეიტინგში, საქართველომ კორპორაციული გადასახადების ტვირთის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
მდგრადი განვითარების რეიტინგში, საქართველომ კორპორაციული გადასახადების ტვირთის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში, პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის. „ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა მდგრადი განვითარების ინდექსი, რომელსაც კემბრიჯის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ეს არის სამაგიდო წიგნი ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ინდიკატორი, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, რამდენად ასრულებს იგი მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელიც მსოფლიოში გაეროს მიერ არის დასახული. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია განათლების სფეროში. კვლევის შეფასებით, საქართველო „ხარისხიანი განათლების" მაჩვენებლით, მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში 30 და ევროპის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია. მნიშვნელოვანია წარმატება ფინანსური მართვისა და მაკროეკონომიკური განვითარების კუთხით, ისეთ პარამეტრში, როგორიცაა - კორპორაციული გადასახადების ტვირთი, სადაც საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით, ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-14 ადგილზეა. გაუმჯობესებაა მთელ რიგ სხვა პარამეტრებში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ბუნებრივია, ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც რეიტინგში რამდენიმე ადგილით დაწინაურდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)