19:24 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 18:32:53, 1250 ნახვა

საზოგადოება
თამარ ჟვანია - ჩვენს უკან დგას სიმართლე, არ ვაპირებ წასვლას

არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ხარვეზიანი, თუმცა ის გაყალბებული არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ჩვენს უკან დგას სიმართლე და არცერთი პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. იყო გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე. თუმცა, ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები.

როგორც ხედავთ, მე ვარ აქ. ჯერჯერობით ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics