|
2021-06-21 10:34:48, 731 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადომა 300 ტონას აღწევს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. მათივე ინფორმაციით, საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. როგორც პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. სოფლის განვითარების სააგენტოს განმარტებით, გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად, „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. „სახელმწიფოს მიერ, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა კომპონენტში ხორციელდება ფერმერთა მხარდაჭერა, რაც შპს „აგროლეინის“ მოცვის წარმოების მაგალითზეც კარგად ჩანს. კომპანია ფლობს მოცვის პლანტაციას და სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ თანამედროვე სამაცივრე მეურნეობას, სადაც პროდუქცია სარეალიზაციოდ მზადდება. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, „აგროლეინის“ მოცვის ბაღში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის „Global Gap“ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს; პროდუქციის ბრენდირება კი „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. „შპს „აგროლეინს“ საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა; შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)