00:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-19 16:49:44, 1104 ნახვა

რეგიონი
სოფელ ბობოყვათში მიმდინარე აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბობოყვათში, მიმდინარე აქციაზე ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. 

ადგილობრივი მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს, რის გამოც მათ ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.

ამ წუთებში აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics