|
2021-06-17 12:12:51, 808 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გახსნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. თანამედროვე და განახლებული სტანდარტების ცენტრი ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება სწრაფად და ხარისხიანად ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით შეეძლებათ. რიგის კონტროლის სწრაფი მომსახურებით მათ შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა რეფერალური, სოციალური მომსახურებისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები ,სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის . მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი და რუკა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით გადამზადდნენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებსაც მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ. იზრდება სამუშაო საათებიც. კვირის დღეებში , ცენტრი მოქალაქეებს 09:00- დან 20:00 საათამდე , შაბათს კი 10:00 - დან 14:00 საათამდე მოემსახურება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)