|
2021-06-10 12:12:16, 1005 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს. სახელმძღვანელო სამი ნაწილისაგან შედგება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ეროვნული კანონმდებლობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლება. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაინერგება უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს გამომძიებლების საქმიანობას არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)" - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)