|
2021-06-09 17:49:51, 766 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, ეროვნული ინტერესები პარტიულზე წინ დააყენონ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოში შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას და მოუწოდებენ პოლიტიკურ მხარეებს, რომ ეროვნული ინტერესები, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. როგორც ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმებას შეუძლია შეასრულოს დიდი როლი ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციაში და მოუწოდებენ ყველა პარტიას, რომ შეუერთდნენ მას. „მათ, ვინც არ შეერთებია შეთანხმებას, უნდა მოაწერონ ხელი შეყოვნების გარეშე. საქართველო გზაგასაყარზეა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და აქტორს, ეროვნული ინტერესი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრეოქტი მათი პარტიული და პირადი ინტერესებისა და სტრატეგიების წინ დააყენონ“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში საუბარია სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზე, რომელიც უნდა იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შეთანხმებული შეფასება დაეფუძნოს ინკლუზიურ პროცესს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ბოლო დროს, მიღებული შესწორებების გამო და აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საკაოდ არასრულყოფილი საბჭოთა ეპოქის კოდექსია, რომლის დებულებებიც აჩენს კითხვებს. განცხადებაში საუბარია საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც და თანამომხსენებლები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უზრუნველყონ თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისკენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)