|
2021-06-08 16:48:22, 722 ნახვა
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის ყოფილი წევრი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში მივიდა. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლებას კომფორტის ზონა არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ბოიკოტის მომხრე რჩება. „იცით ჩემი გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით. ძალიან მყარად ვემხრობოდი ამ ბოიკოტს. ხელმომწერთა ჯგუფი ნაადრევად შევიდა და სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, ხელისუფლებას, რომელსაც პრეტენზიებს ვუყენებთ, უფრო აწყობს, რომ მრავალპარტიულია და შენ იქნები, თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი ოპოზიციური პარტიაც არ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, ან ჩემი პარტია, მათთვის მნიშვნელობას არ აქვს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტაბელურ ზონაში იქნებიან, უფრო კარგია ეს ხალხისთვის. გვინდა რეფორმები“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)