|
2021-06-04 18:55:00, 634 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, სწრაფად განავითაროს ტურიზმის ინდუსტრია
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ქმნის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკას, შესაბამისად, იყო აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს არჩეული წევრი - ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის კომენტირებისას. საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და სწორ პოზიციონირებას. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა საქართველოს მისცემს საჭირო ინსტრუმენტებს, რომ სწრაფად და მდგრადად განავითაროს ტურიზმის ინდუსტრია პოსტკოვიდურ რეალობაში. „ასევე საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს გლობალური ტურიზმის სწრაფ აღდგენაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მაოდგილემ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)