|
2021-06-03 17:11:30, 1151 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს მასშტაბური საინვესტიციო პროექტების მშენებლობა
ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად. მიუხედავად პანდემიისა, არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ეკონომიკის გასაძლიერებლად. თორნიკე რიჟვაძის თქმით მთავრობის პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. ,,პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში. დარწმუნებული ვარ, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მიმდინარეობისას, ამ პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შეიძენს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმს მალე შეემატება ახალი განთავსების ობიექტები და ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდები როგორიცაა Marriot, Holiday Inn, Hilton. მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მიმდინარეობს მზადება სერვისების, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. 1 ივნისიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაიხსნა სახმელეთო საზღვრები. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ტურისტული ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)