08:47 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 14:26:16, 688 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე  საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგნელები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას  და ასევე  სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებას გაესვა ხაზი.

იმსჯელეს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება,  რომელსაც  ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა  საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს.

აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics