08:47 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 12:26:50, 1165 ნახვა

პოლიტიკა
დენის შმიგალი - მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის

მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია" წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას და საქართველოს ძალიან დიდი ხნის ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები აქვს.

„ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, არის ჩვენი მწერალი, პოეტი ქალბატონი ლესია უკრაინკა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ლესია უკრაინკას ახალი მუზეუმ- ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობა სურამში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებები რეალიზებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მე მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია" წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics