|
2021-06-02 10:29:41, 412 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მუხურის ტყე-პარკის (სამეგრელოს რეგიონი) განვითარების პროექტი განიხილეს. პროექტი მოიცავს 9000 ჰექტარამდე უნიკალური ტყის ეკოსისტემის მრავალმხრივი შეფასების, კატეგორიზაციის, სტატუსის მინიჭების, ზონირების, მართვის რეჟიმების განსაზღვრის, დაპროექტების, ეკომეგობრული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვისა და მონიტორინგის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. „ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვა. ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - განაცხადა იური ნოზაძემ. პროექტზე მუშაობა განხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუხურის ხეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში. სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)