|
2021-05-31 15:57:59, 469 ნახვა
საზოგადოება
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიდა. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ტერმინთა განმარტებას დაემატა ახალი პროდუქტები: „ღვინისეული სასმელი“ - ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულების არანაკლებ 50%-ისა შედგება ღვინისაგან, სპირტშემცველობა კი 3,5%-დან-14,5%-მდეა და „დეალკოჰოლიზებული ღვინო“ - ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციის გზით და სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ღვინისეული სასმელის ეტიკეტირება სავალდებულოა. კანონში შესული ცვლილებება ეხება ბრედსაც; მასში სპირტშემცველობის დაშვებული მაჩვენებელი არ უნდა იყოს 36%-ზე ნაკლები, ნაცვლად დღემდე დადგენილი 37.5%-ზე ნაკლებისა. ცვლილებებით, 2023 წლის 1 იანვრიდან, სავალდებულო ხდება ყველა ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება. დღემდე, სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებოდა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ნებაყოფლობით იყო. ამასთან ერთად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებებით, დაზუსტდა ადმინისტრაციულ სახდელთა ოდენობა. საკანონმდებლო ცვლილებები ღვინის საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებისა და ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით, ასევე ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)