|
2021-05-31 13:53:32, 814 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - პრივილეგიებისთვის და საკუთარი ჯიბისთვის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“
ჩანდა შიში მის სიტყვებში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობებისთვის და საკუთარი ჯიბისთვის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. „ჩანდა ეს ბატონი კობახიძის სიტყვებში, შიში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ და იმ რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც არის თვითონ კობახიძე. ყველას მინდა ვუთხრა და განსაკუთრებით მას, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ყველა წარმოდგენელს და მსახურს, ვინც ახლა არის პარლამენტში, ან ხელისუფლებაში; „ნაციონალური მოძრაობა“ არ შედის პარლამენტში იმიტომ, რომ მას რაიმე სახის პრივილეგიები, ან თანამდებობები სჭირდება. თანამდებობებისთვის, პრივილეგიებისთვის, კორუფციისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ პარლამენტშიც, ხელისუფლებაშიც, ყველა სამინისტროშიც“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პარტია შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. ამასთან, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)