09:49 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 12:45:25, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 17-18 თებერვალს გახარიამ სააკაშვილის თამაში ითამაშა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს სააკაშვილის თამაში ითამაშა.

როგორც მან აღნიშნა, გახარიას პარტია და გუნდი „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო და აქტუალური არ არის.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა, გააკეთა ეს ნებსით, უნებლიედ, ნებსით თუ უნებლიედ ხდება ტვ პირველისა და ფორმულას მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებზე მან უნდა გასცეს პასუხი.

ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი, აქტუალურიც არ არის მაინც და მაინც ეს თემა, დაკარგა აქტუალობა განსაკუთრებით იმ უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც მას ორი დღის წინ ჰქონდა, შესაბამისად აქტუალური არ არის, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის მიღება ჩვენთვის აქტუალური ნამდვილად არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics