|
2021-05-31 10:43:16, 535 ნახვა
საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთათვის მაისის თვის 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. უწყების ცნობით, დღეისათვის, მაისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით. „ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. რაც შეეხება აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ცნობისთვის, დარჩენილია მე-6 (ბოლო) თვის კომპენსაციის ჩარიცხვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ივნისში მიიღებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)