08:45 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 12:34:54, 1214 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს

ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს, - აცხადებს „ენმ-ს“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პოზიციები კიდევ ერთხელ შეჯერდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ორიენტირებულია როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის მომავალზე. შესაბამისად ჩვენ გვჭირდებოდა, რომ ყველა მხარის არგუმენტები მოგვესმინა და შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილება. დღეს შეიკრიბება პოლიტსაბჭო, მთავარი ორგანო პარტიის და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნება იქედან გამომდინარე თუ რა საკითხების წინაშე ვდგავართ დღეს, როგორც პარტია, ასევე ქვეყანა. ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15:00 საათზე, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics