18:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 18:10:49, 696 ნახვა

ეკონომიკა
ჯაკომო კანეპა - საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები

„საქართველოსა და მის კულტურაზე მეგობრისგან შევიტყვე, თუმცა როდესაც ჩამოვედი და უკეთ გავიცანი თქვენი ქვეყანა, ვნახე, რომ ის გამოირჩევა ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოთი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმით.

ცალკე გამოვყოთ ბიზნესის და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით შექმნილ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში". საქართველოში უზარმაზარი შესაძლებლობებია და ის ბიზნესის კეთების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა," - განაცხადა პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech - ის გენერალურმა დირექტორმა ჯიაკომო კანეპამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე დაესწრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

Capital Tech - ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს.

„მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს," - განაცხადა მან.

ჯიაკომო კანეპას განცხადებით, მისი კორპორაცია განიხილავს საქართველოში თერმოქაღალდის წარმოების გახსნას და 2 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. „აღნიშნული პროდუქცია მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს თქვენი ქვეყანა თერმოქაღალდის იმპორტს ახორციელებს.

საწარმოს ამოქმედებით არა მხოლოდ იმპორტს ნაწილობრივ ჩავანაცვლებთ, არამედ პროდუქციას ექსპორტზეც გავიტანთ. ასევე განვიხილავთ ინვესტიციების ეკონომიკის სხვა სექტორებში განხორციელების შესაძლებლობას," - განაცხადა Capital Tech - ის გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა. 

აღსანიშნავია, რომ Capital Tech - ი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფია პერუში და  წარმოდგენილია უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესისა და სხვა ტურისტულ მიმართულებებში. ბიზნეს ჯგუფს ინვესტიციები აქვს განხორციელებული ლათინური ამერიკის, აშშ - ისა და ევროკავშირის ქვეყნებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics