|
2021-05-28 11:47:15, 1120 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - მიხარია, თითქმის ყველა ოპოზიციონერი შევიდა პარლამენტში და ვერ ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა
წლების განმავლობაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საქართველო არის საუკეთესო, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ეურაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა. ევროპარლამენტარის შეფასებით, 2020 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რეფორმებისთვის მხარის არ დაჭერა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, მისგან გამოწვეული კრიზისი იყო გარკვეული შოკი საქართველოს მეგობრებისთვის. მარინა კალიურადნამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული. „დიახ, რაღაცეები არის გასაუმჯობესებელი, ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მაგრამ საერთო შეფასება დადებითია. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პარლამენტს მუშაობა დაეწყო ყველა არჩეული პარლამენტარის მონაწილეობით. ამიტომაც, მოვუწოდებდი და ახლაც მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, აიღონ საკუთარი მანდატი და დაიწყონ მუშაობა პარლამენტიდან ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. ყველა პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ პარლამენტს აქტიური ოპოზიცია სჭირდება, ასე ხორციელდება პოლიტიკური რეფორმები“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მარინა კალიურანდმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველთვის ვერ მოაგვარებს ყველა პოლიტიკურ კრიზისს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში. „მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი წევრი შევიდა პარლამენტში და გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა ვერ ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა. პარლამენტს გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს, შედით პარლამენტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, რომ ჩვენი, ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)