|
2021-05-22 15:23:27, 737 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან წვალობენ, მელია და სხვებიც, უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ
მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არასოდეს ყოფილან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას და სხვებს კი ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ. "დიდი ილუზიები არავის არ გვაქვს, ძალიან კარგად გვესმის, რომ ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი. ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება მოვახდინეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ რეალურად რაც ხდება, გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით, როგორც ხდება. ძალიან წვალობენ, მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას. მძიმე მდგომარეობაში არიან. მესმის პირადად მისიც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით შიგნიდან, რომ მას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანია, მანაც და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმაც. მეტი კომენტარი რა შეიძლება გავაკეთო მოვლენების ამ უპასუხისმგებლო განვითარებაზე, მათ განცხადებებზე და ქმედებებზე. ერთი რამ მინდა რომ ვთქვა: ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით. ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ. ივლისიდან ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახლა ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეული რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ა.შ. აი, ეს არის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე და ჩვენს მოსახლეობას გვაწუხებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)