|
2021-05-19 18:21:28, 596 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ესპანეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა
ესპანეთში, მადრიდის „FITUR“-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენაზე ესპანეთის სამეფო ოჯახის დახვედრის ცერემონიალი ქართული ფოლკლორით გაფორმდა. გამოფენაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლები იხილონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით შეფუთულია მადრიდის საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საინფორმაციო ბანერები განთავსდა ყველა საფეხმავლო ბილიკზე. საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც. გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკანიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ესწრებიან. „Fitur მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, აქ მონაწილეობა ტურიზმის ყველა ინდუსტრიის წარმომადგენლისათვის უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ წელს ეს არის პირველი გამოფენა ევროპაში, რომელიც რეალურ სივრცეში იმართება. გამოფენაში მონაწილეობით საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, ვიყოთ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარმოდგენილი შეხვედრებისა და ინტერნეტ სივრცის მიმართულებით, რაც გულისხმობს არამხოლოდ ონლაინ სივრცეში და სოციალურ ქსელებში ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოზიციონირებას, არამედ პრეზენტაციას და ბრენდირებას მთლიანი საგამოფენო სივრცეში. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პოსტ-კოვიდურ პერიოდში წარმოვაჩინოთ საქართველო ტურისტული პროდუქტებით, რაც კავშირშია უსაფრთხო მოგზაურობასთან, ეს არის სათავგადასავლო, ეკო, აგრო ტურიზმი, გასტრონომია და ღვინო.“ -აცხადებს მედეა ჯანიაშვილი. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)