|
2021-05-19 10:41:48, 534 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ USAID-ისა და RDA-ს საგრანტო პროექტებში მონაწილეობისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (RDA) ბენეფიციარებს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. გამოცხადებული საგრანტო პროექტი განკუთვნილია იმ ფერმერებისთვის, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე დაფინანსებული ბიზნეს გეგმისა თუ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური თანამონაწილეობა სჭირდებათ. პროექტი ითვალისწინებს ისეთ მიზნობრიობას, როგორიცაა: გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი (შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც დანადგარი, ასევე შენობა-ნაგებობა). პროექტის პირობები მოსავლის შემდეგი კატეგორიებზე ვრცელდება:
თანადაფინანსების სესხის ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს და ზევით. ხოლო პერიოდი კი 6 თვიდან 84 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/2Rm5BWj „ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას, სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ამჯერად კი გვინდა მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესგეგმისა თუ პროექტის განხორცილებისთვის თანადაფინანსებას საჭიროებენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ფერმერებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, დროული გადაწყვეტილებაა, მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის სასურველი დაფინანსება, რათა კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)