11:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 10:41:18, 983 ნახვა

საზოგადოება
ჭიაურელისა და ჭოხონელიძის ქუჩებზე გზის სარებილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონში, მიხეილ  ჭიაურელის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებისა და გიული ჭოხონელიძის ქუჩასა და ჩიხში  მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოები, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.

დავით ნარმანიას თქმით,  ჭიაურელის ქუცაზე შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა, დაიდგა წყლის მრიცხველები,  მოეწყო საფუძველი და დაიგო ასფალტის ქვედა ფენა. მისივე თქმით, ქუჩის ერთ ნაწილზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარის ზედა ფენაც, მეორე ნაწილზე კი ახლა მიმდინარეობს  დაგება, რის შემდეგაც ქუჩა ჩაბარდება მოსახლეობას.

ჭიაურელის ქუჩის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის  თებერვალში დასრულდება. 3 330 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გერლი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 270 000 ლარია. 

გული ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება, სულ 5 450 კვადრატულ მეტრ  ფართობზე  სამუშაოებს კომპანია „ენკი“ აწაერმოებს.  რეაბილიტაციის ფარგლეში უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტერიტორიის ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი. დარჩენილია ერთი ნაწილის საფუძვლის მოწყობის, ასფალტის ფენებისა და ბორდიურის მოწყობის სამუშაოები. 
გ. ჭოხონელიძის ქუჩისა და ჩიხის კაპიტალური შეკეთებისთვის ერთად 618 000 ლარი დაიხარჯება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics