18:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 22:25:40, 972 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკის განცხადებით, გახარია გადადგა მაშინ, როდესაც ქვეყანას პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე სჭირდებოდა

გია ვოლსკის განცხადებით, გახარია გადადგა მაშინ, როდესაც ქვეყანას პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე სჭირდებოდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, გახარია გადადგა მაშინ, როდესაც ქვეყანას პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე სჭირდებოდა.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“  ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში გადადგა.

„მე ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც ისეთი მოხდა, გაუგონარი. მაგრამ, რამაც ძალიან დამაფიქრა, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე მისმა გასვლამ, რომ ამ კრიტიკულ მომენტში გადადგა ნაბიჯი, როდესაც, რეალურად, დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარებდა ნაცმოძრაობა.

ამ მომენტში, როდესაც პრემიერმინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა.

მადლობა ღმერთს, რომ გადადგა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics