|
2021-05-13 15:36:31, 4531 ნახვა
Lifestyle
გალ გადოტი: მე ვლოცულობ, რომ ეს წარმოუდგენელი მტრობა დასრულდეს, ვლოცულობ კონფლიქტის გამო დაღუპულთა სულებზე
ებრაული წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი გალ გადოტი საკუთარ "ტვიტერში" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ისრაელსა და პალესტინას შორის მოქმედ შეიარაღებულ კონფლიქტს გმობს. "ამ მოჯადოვებულ წრეზე დაუსრულებდად დიდხანს დავდივართ. ისრაელი, როგორც ჩვენი მეზობლები იმსახურებს თავისუფლებას და უსაფრთხოებას. მე ვლოცულობ კონფლიქტში დაღუპულთა სულებზე და მათ ოჯახებზე. მე ვლოცულობ, რომ ეს წარმოუდგენელი მტრობა დასრულდეს. მე ვლოცულობ იმისთვის, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და თანაცხოვრება შევძლოთ",-დაწერა მსახიობმა სოც.ქსელში. ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, გადოტი ისრაელის მოქალაქეებმა გააკრიტიკეს და შეახსენეს , რომ ის ისრაელის არმიაში 2 წელი ინსტრუქტორის პოსტზე მუშაობდა და შეიარაღებულ ოპერაციებში მონაწილეობდა. კრიტიკა მოჰყვა პალესტინის მკვიდრთა მხრიდანაც-კომფლიქტის მეორე მხარემ, მსახიობს იგივე სამხედრო გამოცდილება გაუხსენა და პალესტინელების მიმართ "ეთნიკურ წმენდებში" მონაწილეობა დააბრალა. ამ კომენტარების შემდეგ, გადოტმა საკუთარი წერილის ქვეშ კომენტარების დატოვების შესაძლებლობა შეზღუდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)