|
2021-05-13 14:55:53, 731 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე - დაიჭირეს და მერე მათხოვრობდნენ, აბა რამენაირად გირაო შემახეთ ევროპულიო
ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდიო, დაიჭირეს და მერე აქეთ მათხოვრობდნენ, რამენაირად გირაო შემახეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ენმ-ს თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე სუბრისას განაცხადა. ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიცია, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა და ამნისტიის კანონპროექტსაც მოაწერს ხელს. „ბატონო ფრიდონ {ინჯია} და ალეკო ელისაშვილსაც მივმართავ, თქვენს შორის რომ არის ცარიელი, თავისუფალი ადგილი იქ იქნებიან ჩამწკრივებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდითო, დაიჭირეს და მერე აქეთ მათხოვრობდნენ, აბა რამენაირად გირაო შემახეთო, ევროპულიო. და მეორე ამნისტიის თემა, ამნისტიასაც მოაწერენ და აქ შემოცუნცულდებიან და დაჯდებიან თავისუფალ ადგილას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)