|
2021-05-07 11:15:34, 533 ნახვა
საზოგადოება
ქალი მსჯავრდებულები ყვავილების სათბურში დასაქმდნენ
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ქალი მსჯავრდებულებისთვის ახალი პროექტი დაიწყო - ქალი მსჯავრდებულები ყვავილების სათბურში დასაქმდნენ. #5 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სათბურში 7 სახეობის ყვავილი უკვე დაითესა. ყვავილების სათბურში ქალმა მსჯავრდებულებმა ბალბა, დანდური, წითელი მზესუმზირა, თურქული მიხაკი, დელფინიუმი, ასტრა და დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები დათესეს. ყვავილების რეალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება და გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ. მსჯავრდებულებს პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უწევს. მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა მსჯავრდებულებისთვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)