19:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 21:53:27, 1187 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ვასაძისნაირი ფიგურების გააქტიურება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი

„ვასაძისნაირი ფიგურების გააქტიურება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვასაძისნაირებმა წინა არჩევნებზეც იყარეს კენჭი.

„თუ იმას გულისხმობს, რომ ახლა კენჭს იყრის, მისნაირებმა წინა არჩევნებზეც იყარეს კენჭი.

ეს არის ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ არსებული ჯგუფები, იდეოლოგიურად ვგულისხმობ, და ქართული ოცნება ყლაპავს ხოლმე ამ ხმებს.

როცა ვამბობთ, რომ ოცნება რუსულ საქმეს აკეთებს, უპირველეს ყოვლისა, ამას ვგულისხმობ - ამ განწყობებზე კაპიტალიზებას ივანიშვილი ცდილობდა სულ და ასეც აგრძელებს. ახლა რა ფორმით იქნება, ამა თუ იმ ლიდერის, ვასაძისნაირის, თუ კიდევ უფრო მსხვილი მოთამაშის მონაწილეობა არჩევნებში, ეს არ ვიცი.

მე არ მიმაჩნია ეს გარდამტეხ ფაქტორად, არც უარესობისკენ და, მითუმეტეს, არც უკეთესობისკენ, მაგრამ დიახ, ამ ტიპის ფიგურების გააქტიურება ფორმალურად მაინც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics