02:27 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 10:43:10, 483 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირველი თემატური ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს იოაჰიმ ფუხტელი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ორი ქვეყნის ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვებინარზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო  100-მდე მონაწილე, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გერმანულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების  მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის. საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა დამატებითი სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვიქნები, თუ მოგვეცემა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სურსათის უსაფრთხოებისა და კონტროლის და ფერმერთა განათლების ამაღლების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიალოგის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ასევე, „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ინოვაციურობის საკითხზე და ინვესტორებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სოფლის მეურნეობის თემატიკაზე გამართულ ქართულ-გერმანულ ონლაინ ბიზნესდიალოგის ფორმატში საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და აგრობიზნესის სფეროში ინვესტირების და პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics