|
2021-05-02 20:03:01, 1127 ნახვა
სამართალი
თეძამის ხეობაში 3 ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებენ
ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. მათგან ორი ადგილობრივია, ერთი კი თბილისელი. როგორც გამოცემა "სამხრეთის კარიბჭ" იუწყება, ახლობლების განმარტებით, ისინი თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით, ტყეზე გავლით გეგმავდნენ, ბოლოს ახალგაზრდები თეძამის ხეობის შესასვლელში ნახეს. „თბილისიდან მოდიოდნენ, ქარელთან გადაუხვიეს და თეძამის ხეობით წამოსულან, აქ სულ ტყის გზებია, ჯიპით არიან, ტელეფონები გამორთული აქვთ და ვერ ვუკავშირებით“, - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელი. მისი თქმით, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს სამაშველო სამსახური, პოლიცია და მეგობრები ეძებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: „ვითხოვთ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩართონ, დროული დახმარება სჭირდებათ“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)