|
2021-04-30 12:22:05, 563 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. იუნკერებს გამოცემა - „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იუნკერებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ქართული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მან მომავალი ოფიცრების კითხვებსაც უპასუხა და წიგნები საჩუქრად გადასცა. წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტამბაში, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით დაიბეჭდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)