|
2021-04-29 13:23:35, 676 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია - მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონში ცვილებებს, თუმცა საჭიროა გაუმჯობესება
ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას და მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვილებებს, რომლებიც მის მიერ გაცემულ რეკომენაციებს ითვალისწინებს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებისა, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა იყოს კიდევ უფრო მეტად ცხადი, ასევე გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა კანდიდატის მიმართ სამართლიანი მოპყრობა. რაც შეეხება შერჩეულ სიას და კენჭისყრას, ვენეციის კომისია მიესალმება ცვლილებებს, რომელის მიხედვითაც კანდიდატთა თანაბარი მოპყრობის პრინციპია, მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონდე კანდიდატების შერჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის მიმცემი წევრების ვინაობის გასაჯაროვება. „ხმის მიცემა, როგორც ასეთი, არასრულყოფილი მექანიზმია, რადგან ძნელია დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნის დაფუძნება კენჭისყრის პროცედურაზე. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ახლა გასაჩივრების პროცესთან ერთად შემოთავაზებული გამჭივრვალობის დონე, გარკვეულწილად ამ საკითხს უნდა დაეხმაროს“, - აღნიშნულია დასკვნაში. გარდა ამისა, გასაჩივრების მექანიზმზე ვენეციის კომისია წერ, რომ მიესალმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებითვის. „ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს ანდრინდელ რეკომენდაციას განხილული იქნას ცვლილებების შეტანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. ამასთანავე, დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს, სანამ პალატა მიიღებს გააწყვეტილებას“, - წერია დასკვნაში და აღნიშნულია, რომ ამ რეკომენდაციებს ვენეციის კომისია გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლებების უზრუნველსაყოფად გასცემს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებთან თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად შეიძლება შერჩევის პროცედურის განახლება. „დასვკნა მოითხოვა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, გია ვოლსკიმ. ის მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ და განხორციელდა ევროსაბჭოს მიერ „პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის“ მეორე ეტაპზე“, - აღნიშნულია დასკვნაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)