01:26 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 12:11:24, 764 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს, საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა

თავდაცვის ძალების წარმატებული განვითარება წარმოუდგენელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა, ასევე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.

„ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მე მინდა მივესალმო ბატონ მარშალს, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯომარეს, რომელიც ჩვენთან ერთად ესწრება თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს და მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics