|
2021-04-28 15:30:29, 486 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: ვგეგმავთ, ეტაპობრივად გადავიდეთ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის რეჟიმზე
„ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხი „-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გახდება ბევრად აქტიური, რათა მომავალი ექიმების მომზადების დონე იყოს სათანადოდ მაღალი. „რეგულირების განახლებული მიდგომები საჭიროა როგორც რეზიდენტების, ისე პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. პარალელურად ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ დაბერებად და დეფიციტურ დარგებზე, მათ შორის საექთნო საქმიანობაზე. ჩვენი მიზანია ეს პროფესიები გავხადოთ მეტად მოთხოვნადი, რათა საფრთხე არ შეექმნას კონკრტულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)