|
2021-04-26 14:18:31, 694 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი და ოპოზიციონერი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ კანონი“ სამ პრინციპს უნდა ითვალისწინებდეს, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. „მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამნისტიის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ გათვალისწინებული იქნას საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა და ამნისტია არ შეეხოს ადამიანებს, ვინც გასცა 20 ივნისს ცეცხლის გახსნის ბრძანება, აგრეთვე ვინც განზრახ მძიმედ დასაზიანებლად ესროდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აუცილებელია ამნისტიის კანონში იმ სამი პრინციპის გათვალისწინება, რომელსაც მოითხოვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და რის გარეშეც პირადად მე შეუძლებლად მიმაჩნია კანონის პროექტის მხარდაჭერა: 1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პატიებაზე; 2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს; 3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა - ეს ნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული. მიმაჩნია, რომ ამნისტიის კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთის მხრივ, პირნათლად იქნება შესრულებული შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების სამართლიანი პოზიცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზირებულ საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ დევნის შეწყვეტა; მაშინ, როცა არასდროს ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი. ამიტომ, ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა. იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პოზიციის გათვალისწინებით - რომელიც პირადად მე კარგად მესმის და სამართლიანად მიმაჩნია - ამნისტიის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში ისედაც ბევრი სირთულე და განსხვავება იქნება გადასალახი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და სრულად გაითვალისწინოს ამნისტიის კანონში ზემოთ მოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან შეუძლებლად მიმაჩნია მსგავსი კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესების მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)