23:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 17:10:51, 836 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებაში თავს დამარცხებულად თვლის

თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თალაკვაძის გადადგომით აღიარა, რომ ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა.

„თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში. დიახ, დამარცხებულად თვლის თავს იმიტომ, რომ მას მოუწია ეღიარებინა, რომ ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები; დამარცხებულად თვლის თავს იმიტომ, რომ მას მოუწია დათანხმება ამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმზე; დამარცხებულად თვლის თავს იმიტომ, რომ მას მოუწია ეღიარებინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და ფაქტობივად ხალხის ხმით რეფერენდუმი ჩაიდო ამ შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკურ საქმინობას საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოზიციაზე განაგრძობს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics