04:09 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 14:24:13, 723 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობა „დროა“ ხელისუფლებას მიმართავს, ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს

პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ხელისუფლებას მიმართავს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უსაფრთხოება და გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება განმეორებითი ძალადობის საფრთხეს ქმნის.

„ბოლო დღეებში ჰომოფობიურ ნიადაგზე სექსუალურ უმცირესობებზე ფიზიკური თავდასხმის რამდენიმე მძიმე ფაქტი დაფიქსირდა.

საგანგაშოა, რომ ერთ შემთხვევაში თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, სავარაუდო მოძალადე და მსხვერპლი კი ერთსა და იმავე სადარბაზოში ცხოვრობენ, რაც მსვერპლისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება განმეორებითი ძალადობის საფრთხეს ქმნის.

კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, მკაცრად ირეაგიროს ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უსაფრთხოება და გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics